ხინკალი
ხინკალი ქართველებისთვის საამაყო კერძია, არსებობს ამერიკაში პილმენები და მისი მსგავსი კერძები მაგრამ ხინკალს ბადალი არ ჰყავს.მე ძალიან მიყვარს ფშავური ხინკალი, ამბობენ რომ ხინკალი სწორედ ფშავში წარმოიშვა, თავიდან მას მხოვოდ ცხვრის ხორცით აკეთებდნენ შემდეგ კი ეს დახვეწეს.ხლა კი წარმოგიდგენთ მის რეცეპტს, უნდა მსუქანი ცხვრის ხორცი–300 გრამი,ღორის ხორცი–200 გრამი,ხახვი 3 თავიპურის ფქვილი–500 გრამი,ოხრახუში,ქინძი,ქონდარი,პილპილი–გემოვნებით. რომ გააკეთოთ ეს უგემრიელესი კერძი დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით ½ ჩაის ჭიქა) და კარგად აზილეთ.
გაჭერით პურის ფქვილი, მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ.
ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) და გამოჭერით ჭიქით, და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.
თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, იგი მზად არის. იმედია კარგი გამოგივიდათ შეგეგოთ!
Thursday, May 20, 2010
ქაბაბი
ქაბაბი უგემრიელესი კერძია, მაგრამ ხინკალს არ ჯობია, ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, ქაბაქიც მთიური კერძია და ასევე საამაყო გინდათ გააკეთოთ? მაშინ ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი შინდის ჩურჩით ან კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვალაგოთ ორცხობილაში და შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. როცა შეიწვება, ცოტა წყალი დავასხათ და ვადუღოთ რამოდენიმე წუთს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
გოზინაყი
გოზინაყი ალბათ ყველას გიყვართ ბებიებს რომ გამოაქვთ ხოლმე ახალ წელს!
გოზინაყი, საახალწლო ტკბილეულია. ახალი წლის მისალოცი თაფლის - აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გოზინაყი ჩურჩხელას ეწოდებოდა. ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და "ბატონებს" სწირავდნენ - თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, კაკალს "ბატონებს" უკმევდნენ, (ბაზმა). სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რომლითაც ვითომც უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები. ეს მოკლე ისტორია ეხლა კი:
მომზადება
ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევე შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთ-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასალა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქარებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.
მასალა

- ნიგოზი - 500 გრამი
- თაფლი - 250 გრამი
- შაქარი - 4 სუფრის კოვზი
magari blogi gaqvs yvela im sachmelze giweria
ReplyDelete